News Landing Image Toyota BZ4X
  • უფუჭებელი მანქანაა მეგობარო!
  • ტოიოტას ელექტრო მანქანები?
  • ტოიოტა, ტოიოტაა რა, ეგაც გამძლე იქნება!

არსებობს მითები, პრაქტიკულად ყველაფერზე, მითუმეტეს ავტომობილებზე და არსებობს ფაქტებით გამყარებული მოსაზრებები, არა ყველაფერზე, მაგრამ ავტომობილებზე ნამდვილად… წინარე შეფასებები, ალბათ უფრო მეორეს მიეკუთვნება, "ფაქტებით გამყარებულ მოსაზრება/შეფასებებს", რომელიც ჩვენს აზროვნებაში ქმნის TOYOTA-ს ისეთს, როგორიც არის! ბრენდები ხომ კონკრეტულ ემოციებს და დამოკიდებულებებს აერთიანებენ, TOYOTA კი ცალსახად ბრენდია! 
 
ამ ბლოგში, TOYOTA-ს პირველ, სრულად ელექტრო ქროსოვერზე მოგიყვებით, რომელიც ავტომწარმოებლის EV მიმართულების ღირსეული გამხსნელია. მისი სახელია TOYOTA BZ4x…

ექსტერიერი: როდესაც BZ4x-ს უყურებ ძალიან გეცნობა, პირველ რიგში ხვდები, რომ ტოიოტაა, მაგრამ ზუსტად რა მოდელია არ იცი, RAV4-საც ჰგავს, CHR-საც, მაგრამ ისინი არ არის, მას საკუთარი იდენტობა აქვს, სრულიად განსხვავებულია, ანუ ნამუშევარია დიზანზე, ნამუშევარია რომ ხასიათი ერთი შეხედვით ჩანდეს. გამორჩეულია მისი აეროდინამიკა, რაც დისტანციის უკეთესი დიაპაზონის მიღწევაში გეხმარებათ, ორი "სპოილერი” უკანა მხარეს ექსტერიერსაც ამშვენებს და აეროდინამიკურობასაც ზრდის. ბორბლების გრძელი ბაზა კი ხუთადგილიან SUV -ს უფრო კომფორტულს ხდის გადაადგილებისას. BZ4x-ის სიმძლავრეზე ქვევით მოგიყვებით, თუმცა აქ გეტყვით, რომ მისი უგზოობის შესაძლებლობები სასიამოვნოდ გაგაოცებთ. აქვე საბარგულის მოცულობა არ გამოგვრჩეს - 452 ლიტრი.

ინტერიერი: BZ4x-ში ფართო და კომფორტული სალონი დაგხვდებათ. სივრცე, რომელიც მძღოლისთვის და მგზავრებისთვისაა გამოყოფილი სასიამოვნოდ გაოცებულს დაგტოვებთ,(ორი გაოცება ტოიოტას ანგარიშზე) რადგან მიუხედავად ქროსოვერის ზომისა, ის საკმაოდ დიდია. დეტალებზე ნაფიქრია, ინტერიერში მაღალი ხარისხის მასალებია გამოყენებული, ავტომობილის კარის შიდა მხარე ტყავის ზედაპირითაა დაფარული, ასევე ტყავისაა სავარძლები, რაც ამ საფასო სეგმენტში იშვიათობაა. წინა დაფა განსხვავებულია, შესრულებულია ქსოვილის მასალის გამოყენებით, რაც საერთო ჯამში მყუდრო და ასევე მდიდრულ გარემოს ქმნის. 

სალონში დაგხვდებათ 12.3 დიუმიანი ეკრანი Apple CarPlay & Android Auto - ს მხარდაჭერით. 

ასევე ძალიან კომფორტული მძღოლის მაჩვენებლების დაფა, რომლის ზომაც 7 დიუმია. მოძრაობისას მაჩვენებლები შესანიშნავად იკითხება და გზის უმნიშვნელო ნაწილსაც კი არ ფარავს.
 

სიმძლავრე, მანძილისდიაპაზონი?
 
ყველაზე საინტერესოზე გადავიდეთ, როცა ელექტრომობილებზე ვსაუბრობთ. რა მანძილის მარაგი აქვს BZ4x-ს და როგორ გამოიყურება მისი სპეციფიკაციები?!
 
ორი ვერსია განვიხილოთ: 1. წინა წამყვანი (FWD) BZ4x, რომლის ელემენტის მოცულობაც 71.4 კვტ/სთ-ია და 2. AWD ვერსია 72.8 კვტ/სთ-ის მოცულობით.
 
71.4 კვტ/სთ ელემენტი 201 ცხენისძალას გამოიმუშავებს, 0-100 კმ-მდე აჩქარებას კი 7.5 წმ-ში შეძლებთ. AWD ვერსია 72.8 კვტ/სთ ელემენტით, ორი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, თითოეულის სიმძლავრე 107 ცხენისძალაა, 0-100 კმ-მდე აჩქარებისთვის კი 6.9 წამი სჭირდება. 

FWD მოდელებისთვის მანძილის დიაპაზონი 406 კმ-ია AWD მოდელებისთვის კი და 367. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ Toyota-მ შეიმუშავა ბატარეის გაგრილების სისტემა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მნიშვნელოვანი დანაკარგები ძალიან ცივ და ძალიან ცხელ ტემპერატურაზე. 

  • რა დრო სჭირდება BZ4x -ის დამუხტვას? 
  • ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით და სიმძლავრით დავტენით ჩვენს ავტომობილს. 
1; ყველაზე ნელი - იდეალურია დამატებითი დამუხტვისთვის. ავტომობილს მოყვება პირველი დონის კაბელი, რომელსაც საბარგულში იპოვით. ეს კაბელი სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ენერგიის სიმძლავრეზეა მორგებული. ამ მეთოდით დატენვისას, დამატებული მანძილის დიაპაზონი საათში 4-5 კილომეტრი იქნება. 
2; ყველაზე სწრაფი, ასევე მოხსენიებული, როგორც DC სწრაფი დატენვა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება შორ მანძილზე გადაადგილების დროს. ამ შემთხვევაში, 10% დან 80% მდე დამუხტვას 30 წუთი დასჭირდება. 
 

უსაფრთხოება…
 
BZ4x აღჭურვილია Toyota T-Mate სისტემით, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებისა და მძღოლის დახმარების სისტემებს. მოდერნიზებული კამერებისა და ლიდარის სენსორების წყალობით, რომელთა რაოდენობა 18-ია, გაუმჯობესდა ამოცნობის დიაპაზონი და ავტომობილის უნარი შეაფასოს საფრთხეები და დაბრკოლებები. Toyota T-Mate სისტემა შექმნილია, არამხოლოდ თქვენი და თქვენი მგზავრების უსაფრთხოებისთვის, ის ზრუნავს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებზეც. BZ4x-ში პარკინგის ასისტენტის და ადაპტური კრუიზკონტროლის ფუნქციები, რომ დაგხვდებათ, ამაზე აღარ შევჩერდები…
 
კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის მომწოდებელი, რომელიც ქარხნულ გარანტიასაც მოგცემთ და ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის საშუალებაც ექნება. სწორედ ასეთია „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია - Autogallery, რომელიც პრემიუმ/ექსკლუზიური ავტომობილების მულტიბრენდული შოურუმია და აქცენტს ძირითადად ელექტრო ავტომობილებზე აკეთებს. 
 
P.S სრულად ელექტრო კროსოვერის უფრო ახლოს გასაცნობად, რეკომენდებულია ტესტ-დრაივზე ჩაეწეროთ და თავად გამოსცადოთ მისი შესაძლებლობები.
phone number
Loading...