News Landing Image Volkswagen ID.4
ელეგანტური, ფართო, მხიარული, ელექტრო, უფრო ჭკვიანი SUV.
ასე ახასიათებს Volkswagen მის გამორჩეულ ქმნილებას, სრულად ელექტრო და ერთ-ერთ ბესტსელერ - ID.4-ს. 

რა გამოარჩევს გერმანული ავტოგიგანტის ამ კონკრეტულ მოდელს და რა უნდა ვიცოდეთ მასზე? ყველაფერს… თითქმის ყველაფერს  მოგიყვებით. 

ავტომობილის შეფასებას ექსტერიერით ვიწყებთ. Volkswagen ID.4 ერთი შეხედვით რაღაც ნაცნობ და თბილ გრძნობებს აღძრავს, რომელიც თითქოს დიდიხანია არსებობს. ზომით დაახლოებით Volkswagen Tiguan-ის მსგავსია, ექსტერიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალი კი მისი რადიატორის ცხაურია -  არასტანდარტული, თხელი დეკორატიული ზოლით, რომელიც LED ფარებს აკავშირებს, ავტომწარმოებლის ემბლემა კი კიდევ უფრო გამოკვეთილად გვიმზერს. 

Volkswagen ID.4 ის წარმოება 2020 წელს დაიწყო და ის იყო Tesla Model Y -ის პირველი SUV ალტერნატივა. 
 
Volkswagen ID.4 ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ტევადობაა. ავტომობილი საოჯახო ტიპის კლასში შეგვიძლია მოვიაზროთ სალონში არსებული სივრციდან და საბარგულის ტევადობიდან გამომდინარე. საბარგულის მოცულობა 543 ლიტრია. 

მულტიმედია - Apple Carplay და Android Auto ავტომობილის სტანდარტულ/საბაზისო ვერიაშიც ხელმისაწვდომია. გარდა ამისა ხელმისაწვდომია 10 დიუმიანი მულტიმედიური ეკრანი, 5.3 დიუმიან დამატებით დისპლეისთან ერთად, რომელის ზომა სურვილის შემთხვევაში 12 დიუმამდე შეგვიძლია გავზარდოთ. მნიშვნელოვანი დეტალია საქარე მინის ქვემოთ განლაგებული მაშუქები, რომელსაც რამდენიმე ფუნქცია აქვს - გვიჩვენებს დამუხტვის მდგომარეობას და ასრულებს სამუხრუჭე სიგნალის ფუნქციას, რომელსაც კომპანია "ID. Light"-ს უწოდებს. მთლიანობაში, ID.4-ის ინტერიერი მყუდრო და დამამშვიდებელია მართვის დროს. ID.4-ის თითქმის მთლიანად ციფრული დაფა კი ინტერიერს მაღალტექნოლოგიურ ესთეტიკას ანიჭებს. 

უსაფრთხოება და კომფორტი - Volkswagen ID.4 თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების მთელს სპექტრს აერთიანებს. თქვენს განკარგულებაშია ადაპტური კრუზკონტროლი, უკანა ხედვის კამერა, პარკირების სენსორები და აქტიური ბრმა წერტილის მონიტორი. მძღოლის დამხმარე ფუნქციებშია დისტანციის კონტროლი, მაშუქების ავტომატურ რეჟიმში კონტროლი და საგზაო ნიშნების ჭკვიანი ამომცნობი, რომელიც უსაფრთხოებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის. Volkswagen ID.4-ს გავლილი აქვს ევროპის უსაფრთხოების ტესტი, Euro NCAP, სადაც 5 შესაძლებლიდან, 5 ვარსკვლავი აქვს მოპოვებული. რაც შეეხება აირბაგების რაოდენობას, საბაზისო ვერსიაში თქვენი ავტომობილი 6 აირბაგით იქნება აღჭურვილი. 

ძრავა, ბატარეები, მანძილი - როდესაც ელექტრომობილზე ვსაუბრობთ, ყველაზე საინტერესო და პირველი რიგის კითხვები სწორედ ამ სამ კომპონენტზე მოდის, საქართველოში კი ყველაზე აქტუალური კითხვაა, "ბათუმამდე ჩავა?". რატომ მაინცდამაინც ბათუმამდე არ ვიცი, მე მაგალითად რაჭამდე უფრო მაინტერესებს, თუმცა უმრავლესობის ინტერესს ვცეთ პატივი და სანამ დეტალურად გეტყვით, ზოგადად მოგახსენებთ, რომ Volkswagen ID.4-ის ყველა ხელმისაწვდომი კომპლექტაცია ბათუმამდე ჩაგიყვანთ. 150 კვტ. მოცულობის ბატარეები, 77 კვტ/სთ ელექტროძრავა, რომელიც 204 ცხ.ძ. გამოიმუშავებს. უკანა წამყვანი თვლები (Automatic - Rear wheel drive), აჩქარება 0-100 კმ.-მდე / 8.5 წამი, CO2 ემისია 0გრ/კმ, მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ. - ამ მოდიფიკაციის ID.4 ერთი სრული დამუხტვით 523 კილომეტრს გაგატარებთ. Volkswagen სპციფიკაციების და ფერების ფართო ჩამონათვალს გვთავაზობს და ამ შეთავაზებით სარგებლობა ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Autogallery-ში შეგიძლიათ. 

- რა დრო სჭირდება ID.4-ის დამუხტვას? 
- ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით და სიმძლავრით დავტენით ჩვენს ავტომობილს. ზოგადად დატენვის სიმძლავრის სამი დონე არსებობს:

დონე 1: ყველაზე ნელი - იდეალურია დამატებითი დამუხტვისთვის. ავტომობილს მოყვება პირველი დონის კაბელი, რომელსაც საბარგულში იპოვით. ეს კაბელი სტანდარტულ საყოფაცხოვრებო ენერგიის სიმძლავრეზეა მორგებული. ამ მეთოდით დატენვისას, დამატებული მანძილის დიაპაზონი საათში 4-5 კილომეტრი იქნება. 

დონე 2: რეკომენდებული - იდეალურია საშუალო მძღოლისთვის, რადგან უზრუნველყოფს სრულ დატენვას ღამით (8-10 საათი). დამტენების უმეტესობა, რომლებიც გვხვდება საზოგადოებაში (მაგ.: ოფისები, სავაჭრო ცენტრები) არის დონე 2, ამ შემტხვევაში დამუხტვის სიმძლავრე 3.3 კვტ-დან – 11 კვტ-მდეა, 1 საათში დამატებული მანძილის დიაპაზონი კი - 40-50 კილომეტრი. 
 
დონე 3: ყველაზე სწრაფი, ასევე მოხსენიებული, როგორც DC სწრაფი დატენვა დონე 3 ყველაზე ხშირად გამოიყენება შორ მანძილზე გადაადგილების დროს (ბათუმში / რაჭაში / გურიაში ან თუნდაც სვანეთში ჩასასვლელად). ამ შემთხვევაში, 10% დან 80% მდე დამუხტვას 30 წუთი დასჭირდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ზოგადად ყველა ელექტრომობილს და მათ შორის Volkswagen ID.4-საც კი სჭირდება სერვისი. ფინანსური დანახარჯების კუთხით, ბევრად ნაკლები ვიდრე შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილს, თუმცა სერვისი საჭირო კომპონენტია, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის მომწოდებელი, რომელიც ქარხნულ გარანტიასაც მოგცემთ და ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის საშუალებაც ექნება. სწორედ ასეთია „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია - Autogallery, რომელიც პრემიუმ/ექსკლუზიური ავტომობილების მულტიბრენდული შოურუმია და აქცენტს ძირითადად ელექტრო ავტომობილებზე აკეთებს. 
 
P.S სრულად ელექტრო კროსოვერის უფრო ახლოს გასაცნობად, რეკომენდებულია ტესტ-დრაივზე ჩაეწეროთ და თავად გამოსცადოთ მისი შესაძლებლობები.
phone number
Loading...