News Landing Image Smart #1 Brabus
გაერთიანებული ამბიციებით შექმნილი ელექტრომობილი, რომელსაც მალე Autogallery შემოგვთავაზებს. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვა – „ელექტრომობილი”. ავტომწარმოებლების უმეტესობა ელექტრიფიკაციაზე გადადის და მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან უკვე არაერთი ელექტრომობილი ვიხილეთ.

ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი Smart Brabus-ია, რომელიც მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ელექტრო ავტომობილების რაოდენობა თბილისში საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიზეზი როგორც ინფრასტრუქტურის განვითარება, ისე თავად ავტომობილების გაუმჯობესებაცაა. დღეს ახალი ელ.ავტომობილი ერთი დამუხტვით, საშუალოდ 400-500 კმ-ს ფარავს, რაც სრულებით საკმარისია საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩახვიდე. ქალაქში საშუალოდ კვირაში ერთხელ გიწევს ელემენტის დატენა, პარკინგი სრულიად უფასოა და ყოველთვიური შენახვის ხარჯები შიგაწვის ავტომობილთან შედარებით – განახევრებულია. ამიტომ გაჩნდა მოთხოვნა უკვე მაღალი კომპლექტაციის ავტომობილებზე, რომელიც პირველად საქართველოში სწორედ „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილმა კომპანიამ – „ავტოგალერიმ“ შემოიყვანა. ამ პროექტის ნაწილია ახალი Smart-იც, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გაიყიდება. დღეს ავტომობილი თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა, ეს კონკრეტული მოდელიც სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მომხმარებლებს“, – ნოდარ ჭირაქაძე, Autogallery-ს დირექტორი. 

მაინც რით არის გამორჩეული ავტომობილი და რა უახლესი ფუნქციებითაა ის აღჭურვული – ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.


ახალი თავი Smart-ისა და Brabus-ის ისტორიაში

ამ მოდელით Smart-ისა და Brabus-ის ისტორიაში ახალი თავი, ახალი ფურცლიდან იწყება. ის არის ავტომობილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ ინოვაციებს, ინდივიდუალიზმსა და შესრულების დონეს სცემს პატივს. ორმა ბრენდმა ამბიციები გააერთიანა და ერთმანეთს შეუსაბამა ბრაბუსის დიზაინის ენა და სმარტის ტექნოლოგიაზე ორიენტირებულ მიზნები. 


მანქანის ტექნიკური მახასიათებლები

ახალი ელექტრომობილი 2-ძრავიანია. მისი ბატარეის ზომა 66 კვტ-ია. მაქსიმალური დამუხტვისთვის, სწრაფი დამტენის პირობებში, მას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება იმისთვის, რომ 10-დან 80%-მდე დაიტენოს. სიჩქარის ასაკრეფად კი სულ რაღაც 3.9 წამი. 


ყველა ფუნქციონალს, რომელსაც მანქანა გვთავაზობს, ცხადია ვერ ჩამოვთვლით, თუმცა არის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელთა გამოყოფაც შესაძლებელია:

  • ბატარეის ტემპერატურის კონტროლის ინტელექტუალური სისტემა
  • 4X4-ზე წამყვანი თვლები
  • თანამედროვე მონიტორი, რომელიც ყველა საჭირო ფუნქციას ეკრანზე უჩვენებს
  • ენების არჩევის შესაძლებლობა
  • ხმოვანი ასისტენტი
  • ნაკლებად გამოყენებადი აპლიკაციების ჩაკეცვის შესაძლებლობა
  • კლიმატკონტროლი
  • ენერგიის მართვის ჭკვიანი სისტემა
  • რეგენერაციული დამუხრუჭება


რაც შეეხება ინტერიერს, უამრავ სხვა მახასიათებელთან ერთად შეგვიძლია დავასახელოთ:

  • წინა სავარძლის რეგულირება – წელის ოთხმხრივი ელექტრო საყრდენი
  • უკან სამ პერსონაზე გათვლილი ადგილია, ასევე რეგულირებადი სავარძლებით
  • ბავშვის სავარძლის დამაგრების შესაძლებლობა
  • მგზავრის სავარძლის გათბობა 3-დონიანი რეგულირებით
  • საჭის გათბობის სისტემა
  • სავარძელი, რომელსაც აქვს მძღოლის დამახსოვრების ფუნქცია


ელექტრომობილში უსაფრთხოების სისტემაც უმაღლეს დონეზეა გათვალისწინებული. ის ასევე მოიცავს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა: გადაუდებელი დახმარების გამოძახება, ზოლის შენარჩუნების დამხმარე ასისტენტი, სიგნალიზაცია, წინა/უკანა პარკირების სენსორები, გასაღების გარეშე დაქოქვის ფუნქციონალი და მრავალი სხვა უპირატესობა. სია საკმაოდ ვრცელია. 

ორიოდე სიტყვით საინფორმაციო-გასართობ სისტემაზეც ვიტყვით, რომელიც დღესდღეობით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა ფუნქცია. მანქანა აღჭურვილია 12.8-დუიმიანი ცენტრალური ეკრანით, რომელსაც 12 GB ოპერატიული მეხსიერება აქვს. ამავე კატეგორიაში შედის ნავიგაცია, ბლუთუზი და ჭკვიანი ასისტენტი. ასევე ინტერნეტით, Wi-Fi და hotspot-ით დაკავშირების შესაძლებლობა.


სად შეიძლება შეიძინოთ ახალი Smart Brabus

ელექტრომობილის შეძენა თეგეტა ქარსში შემავალ კომპანიაში, Autogallery-ში შეგიძლიათ. ეს ხომ ის კომპანიაა, რომელსაც სანდოობა დიდი ხნის წინ აქვს დამტკიცებული და მომხმარებელი მას უკვე კარგად იცნობს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ელექტრომობილს ეხება და არც ისე მცირე თანხის გადახდა გვიწევს ჩვენს ახალ შენაძენში. გარანტიის გარეშე ასეთი მანქანების შეძენა სარისკოა, ამიტომ Autogallery Smart Brabus-ზე 2-წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ თქვენი ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, მშვიდადაც იქნებით, რადგან კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერას მიიღებთ.


ავტოგალერის” ბრენდი შექმნის დღიდან პრემიუმ/ექსკლუზიურ ავტომობილებზეა ორიენტირებული და აქცენტს ელექტრო მიმართულებაზე აკეთებს. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ელექტრო ავტომობილი, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად სხვა გამოცდილებაა. ჩვენი მისია ადამიანებისთვის თვითგამოხატვის განსაკუთრებული შესაძლებლობის მიცემაა და ვფიქრობ, ახალი ელექტრო Smart ამ მიზანს იდეალურად შეასრულებს“, – ლევან თაღიაშვილი, Autogallery-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
phone number
Loading...